თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმე ეხება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს. როგორც გარდაცვლილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, პოლიციელმა, ლადო ბაჭულაშვილმა მას უთხრა, რომ მისი შვილი „შარშია“.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.