თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდებიან.
ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება და მას საქმის მასალების გამოთხოვის შესაძლებლობა მიეცემა.
„ძალიან ბევრი კითხვებია, მათ შორის რატომ დაუსვა პროკურორმა ქალბატონ თეონას ჩემთან დაკავშირებით არაეთიკური კითხვები. მოვითხოვ და ვიმედოვნებ, რომ იქნება არა რამდენიმეწუთიანი, არამედ რამდრნიმესაათიანი შეხვედრა და მექნება საშუალება, რომ საქმის მასალები გამივითხოვო და ზუსტად შევეხოთ ვიდეომასალებს, რაც საქმეშია.
არის მასალები, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა გასაჯაროვდეს. ეს არის ძალიან სერიოზული საქმე და გამოძიებას სრული უფლება აქვს, მრავალ ვერსიაზე იმუშაოს, მაგრამ არა სიტყვიერად, არამედ – საქმით. მე შევაჯერებ, ვინ რაზე მუშაობს საქმით და ვინ – სიტყვით”, – განაცხადა რამიშვილმა.
მისი თქმით, საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვის თაობაზე მზაობა დოკუმენტურად არის დადასტურებული. ამასთან, ადვოკატის თქმით, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენელს, მიაჩნია, რომ გამოძიება „საქმით მხოლოდ თვითმკვლრლობის ვერსიაზე მუშაობს“.
ადვოკატთან ერთად, გენერალურ პროკურორთან შეხვედრას თამარ ბაჩალიაშვილის დედა, მამა და ძმაც ესწრებიან.