ირაკლი შოთაძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა
ირაკლი შოთაძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მუშაობის სპეციფიკასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.