ტალინში რუსი დიპლომატის პერსონა ნონგრატად გამოცხადების საპასუხოდ, რუსეთი ესტონელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
ტალინში რუსი დიპლომატის პერსონა ნონგრატად გამოცხადების საპასუხოდ, რუსეთი ესტონელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი მიისწრაფის კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის ესტონეთთან, თუმცა ამისთვის საჭიროა პარტნიორების საპასუხო ძალისხმევა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.