„თალიბანმა“ ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები ტყვეობიდან გაათავისუფლა
„თალიბანმა“ ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები ტყვეობიდან გაათავისუფლა

პატიმრების გაცვლის ფარგლებში, ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ტყვეობიდან ამერიკელი და ავსტრალიელი პროფესორები გაათავისუფლა.

ამერიკელი, კევინ კინგი და ავსტრალიელი, ტიმოთი ვიკსი ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობდნენ და თალიბებმა 2016 წელს გაიტაცეს.

სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს „თალიბანის“ სამი მეთაური.

ავღანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მიზანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებაა.

რადიკალური დაჯგუფების წევრები ამბობენ, რომ ასევე გაათავისუფლეს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების 10 წარმომადგენელი.