„თალიბანის" ლიდერთა შეხვედრის ადგილზე საარტილერიო იერიში განხორციელდა, მოკლულია 50-მდე საველე მეთაური
„თალიბანის" ლიდერთა შეხვედრის ადგილზე საარტილერიო იერიში განხორციელდა, მოკლულია 50-მდე საველე მეთაური

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის” 50-მდე საველე მეთაურისა და ლიდერის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

საარტილერიო იერიში 24 მაისს ქალაქ მუსა ქალაში განხორციელდა, სადაც სხვადასხვა პროვინციიდან შეკრებილი თალიბანის ლიდერების შეხვედრა იმართებოდა.

თავად მოძრაობა “თალიბანი” გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ამერიკულ პროპაგანდას უწოდებს. ისლამისტების თქმით, იერიშის სამიზნე მშვიდობიანი პირები გახდნენ.