„თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ზავს არ დათანხმდა
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ზავის გეგმას არ დათანხმდა. მოძრაობის ლიდერმა, შეიხმა ჰაიბატულა ახუნზადამ განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლებასთან ბრძოლა გაგრძელდება.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ რადიკალურ მოძრაობას 19 აგვისტოს სამთვიანი ზავი შესთავაზა. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება მხოლოდ „თალიბანის“ თანხმობის შემდეგაა შესაძლებელი.