ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ, მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმით, „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ, მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმით, „ჰამასმა“ ზავის პირობები დაარღვია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასი“ არ დათანხმდა მძევლების გათავისუფლებას, რაც არღვევდა ზავის პირობებს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს, რომ, შეთანხმების მიუხედავად, „ჰამასმა“ არ გაათავისუფლა ყველა მძევალი ქალი და დღეს დილით რაკეტებით თავს დაესხა ისრაელს.

პრემიერ-მინისტრის ოფისში ასევე ამბობენ, რომ ისრაელი რჩება თავისი მიზნების ერთგული – გაათავისუფლოს მძევლები, გაანადგუროს „ჰამასი“ და „უზრუნველყოს, რომ ღაზამ არასოდეს შეუქმნას საფრთხე ისრაელის მცხოვრებლებს“.