თაკო ჩარკვიანი - სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის, რუსთაველი უნდა მოიკავო
დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მასობრივი შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ხალხთან ერთად აღნიშნულ ბრძოლაში ლიდერებიც უნდა იყვნენ ჩართულნი.
„დავრჩეთ ერთხელ ამ მახინჯი სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად რუსთაველზე. გახსოვთ, ქირქილი რომ ატეხეს, გახსოვთ, ვთქვი, აუცილებლად გააკეთებთ ამას-მეთქი. დიახ, რადგან სხვა გზა, სხვა ხსნა არ არის. რუსთაველი უნდა მოიკავო, უნდა შეაწუხო, არ ხდება ასე, გაპიწკინებული პერანგებით, თბილად, წყნარად არ გამოდის. მორიგეობა იქნება ალბათ საჭირო, გადავნაწილდებით, რომ მხოლოდ ხალხი კი არ იყოს, ჩვენც ვიყოთ მათთან ერთად განაწილებულნი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ.