პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით, გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად.
დევიზი ასეთია „არც ერთი ხმა პუტინს“! საქართველო კორუფციონერების და 30-წლიანი, თაღლითი, კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს, პენსიას, რომ იპარავენ. მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – წერს თაკო ჩარკვიანი.