თაკო ჩარკვიანი - „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ორი წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ გიორგი ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებდა, მე მიმალავდით?
ამ ორი წლის მანძილზე, არასდროს უთქვამს ვინმეს ჩემთვის გიორგი ვაშაძეზე პარტნიორი პარტიიდან („ნაციონალური მოძრაობიდან“), რომ ჩხარტიშვილი აფინანსებდა, მე მიმალავდით? თუ როცა შენთან არის „მოსულა?“, ახლა უცებ ჩხარტიშვილის „დაფინანსებულია?“ უხერხულია ძალიან, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს. ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დღეს აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძის პარტიას, როგორც მისთვის არის ცნობილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.
„საოცარია და საკვირველი, უხერხულია (რბილად, რომ ვთქვა), არასდროს უთქვამს ვინმეს ჩემთვის, ამ ორი წლის მანძილზე, გიორგი ვაშაძეზე პარტნიორი პარტიიდან („ნაციონალური მოძრაობიდან“) როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, სიიდან-ბაზიდან დაწყებული ყველაფერი გიორგი ვაშაძეს (შიგნით რაც ხდებოდა, ძალა ერთობაში) გიორგის მიჰყავდა და დიდი წარმატებაც დაიდო და მაშინაც იცოდნენ, რომ ჩხარტიშვილი აფინანსებდა და „მალავდნენ“, მე მიმალავდით? თუ ეს „ძველ პოლიტიკურ გამოცდილებაში მოსულა“, ანუ როცა შენთან არის „მოსულა???“ ახლა უცებ ჩხარტიშვილის „დაფინანსებულია?“ უხერხულია ძალიან.
ახალი პლატფორმა შეიქმნა, რომ პოლარიზება მოიხსნას და ივანიშვილის ხელისუფლებამ, კრიმინალებს, რომ ხელს აფარებს, არ გაიმარჯვოს, არ დაიღუპოს და დაიძიროს ეს ქვეყანა სამუდამოდ. ეს სწორი გზაა გამარჯვებისთვის, ხალხი და სახელმწიფო ბანკშია „ჩაძირული“, ხალხი ოპოზიციას მოქმედებას სთხოვს, მოქმედებაში მოყვანილ რეფორმატორულ პროექტებს. ადამიანები დიდი იმედით შეხვდნენ ამ სიახლეს, თქვენ „რას“ წერთ კოლეგა-პარტნიორებო? გაკვირვებული ვარ, განა ასეთი რთული მისახვედრია, რომ ეს „თავდასხმა“ მხოლოდ თქვენ დაგაზიანებთ და ხელისუფლებას კი გააბედნიერებს, თუმცა თქვენი საქმეა, გქონდეთ ეს პოზიცია, ნება თქვენია.
ისე, სწორი და კეთილსინდისიერი პოლიტიკური პოზიცია რომ გქონდეს, აქ ამ დროს „ძველი და ახალი შემოსვლა პოლიტიკაში“ არაფერ შუაშია. სად არის „ძველი“ პოლიტიკური გამოცდილება ამ განცხადების დროს – სამწუხაროა“,- წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.