თაკო ჩარკვიანი - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა
თაკო ჩარკვიანი - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა

ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ხელოვანი ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში არიან. მისივე განმარტებით, ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების შედეგად უნდა ჰქონდეთ შემოსავალი და ცხოვრების საშუალება.

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები. ზოგის თვალწინ ვარ გაზრდილი და ძალიან მიყვარს. თავიანთი ღვაწლი აქვთ, თავიანთი დამსახურება. 30 წელია, ეს ხალხი უხერხულ მდგომარეობაში გვყავს. შემდეგ მათ რაღაც მადლიერების გრძნობა უჩნდებათ, ყველა არ არის ერთნაირი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა… მოკლედ რომ ვთქვათ, უხერხულია ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ღვაწლმოსილი ადამიანები საკუთარი ნამუშევრის შედეგად იცხოვრებენ“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.