თაკო ჩარკვიანი - „ძალა ერთობაშიას” დიდი გამარჯვება იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე 900 ათასი ხმა, მაგრამ პოლარიზებამ გამოიწვია მეორე ტურის შედეგი, ახლაც იგივეა
„ძალა ერთობაშიას“ დიდი გამარჯვება იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე 900 ათასი ხმა, მაგრამ პოლარიზებამ გამოიწვია მეორე ტურის შედეგი, ახლაც იგივეა, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
„კვლევა, რომელსაც ჩვენ ლამის ყოველ კვირა ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ადამიანებს სიახლე და ამოქმედება სჭირდებათ, ანუ ეძებენ გზას, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ სტაგნაციიდან. უფრო სწრაფი გზა, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, არ არსებობს. რაც შეეხება კოალიციას „ძალა ერთობაშია“, დიდი გამარჯვება იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე 900 ათასი ხმა, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ პოლარიზებამ გამოიწვია ზუსტად მეორე ტურის შედეგი. ახლაც იგივეა. ეს იყო მიზეზი. უთანხმოება რომ ყოფილიყო, „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები პირდაპირ ეთერში ჩემს კანდიდატურას საბურთალოს მაჟორიტარად მხარს არ დაუჭერდნენ. რა ქნას მეტი იმ ხალხმა.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, შესაძლოა, დიდ პარტიას თავისი სურვილები ჰქონდა, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, მაგრამ უარი საქართველოში შეიძლება მხოლოდ ხალხმა თქვას. მთავრობის სავარაუდო ფორმირების გარეშე დღეს მისვლა არჩევნებზე დიდი შეცდომა იქნება. მე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვაშაძის მიმართ დიდი სიმპათია აქვს ბევრს, ამას რომ არ გამოეწვია რაიმე, არ არის დრო ახლა იმისა, რომ ჩვენ რაღაც პოლემიკის რეჟიმში დავდგეთ. დასავლური ვექტორი დღეს, როგორც არასდროს, კიდევ უნდა დაუდგეს ერთმანეთს დიდ პარტნიორობაში სამომავლოდ, მაგრამ ახლა ბევრი საეჭვო ვექტორია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.