დღეს ჩემი თვალით ვნახე, როგორი ნამდვილი პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, ის, რა რისკიც მან გაიღო სახელმწიფოებრიობისთვის, ბარაქალა მას ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მყარი გადაწყვეტილება ეხება სიის ჩახსნას, მანდატებზე უარის თქმას და ყველა შესაბამის პროცედურას.
„მე ძალიან მიხარია, ვიცოდი, რომ გიორგის პოზიცია ასეთი იყო. ის, რომ მან აიღო ფიქრისთვის დრო, მოგეხსენებათ, ძალიან გაიზარდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს უნდა დაეკითხო. მოგვიანებით, ჩვენ აუცილებლად ვთხოვთ მას, რომ ყველამ იცოდეს იმ რისკების შესახებ, რაც ახლა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. თქვენ რომ იცოდეთ, ეს ის კი არ არის, დიდი ხანი რომაა, რაც დაფინანსებები აქვთ, გამოცდილ პოლიტიკაში მყოფი პარტიები, ახლადშექმნილმა, ორ თვენახევრის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ამ ლიდერის ამ ნაბიჯით რა ქნა, დღეს ჩემი თვალით ვნახე, როგორი ნამდვილი პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძე, ის, რა რისკიც მან დღეს გაიღო სახელმწიფოებრიობისთვის, ბარაქალა მას.
ეს არის პოლიტიკოსის უბრწყინვალესი ნაბიჯი და ბარაქალა გიორგი ვაშაძეს, რომ საერთოდ გვყავს ასეთი ახალგაზრდა, პერსპექტიული, საოცარი პოლიტიკოსი, მადლობა მას. მერე თავად ისაუბრებს, ერთი გადაცემა დასჭირდება ამას აუცილებლად.
ყველა პროცედურას გავივლით, განცხადებას დავწერთ, ჩავხსნით სიას. მონოლითურ ოპოზიციასთან ერთად ჩაიხსნება სია, მანდატები. რაც არის პროცედურა, ყველაფერს ეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ეს მყარი გადაწყვეტილება. მიხარია, რომ ურყევია „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.