ტაჯიკეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
ტაჯიკეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 15 პირს დაუდასტურდა.
დღემდე ტაჯიკეთში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია არ ფიქსირდებოდა. ჯანდაცვის მუშაკები აცხადებდნენ, რომ ტაჯიკეთში „უბრალოდ პნევმონიის“ შემთხვევები იყო მომატებული.