ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა
ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი დაღუპული აშშ-ის მოქალაქეა. დაშავდა 170 მგზავრი. მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.
ინციდენტი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ლიანდაგიდან რვა ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გადავარდა. ხუთი ვაგონი გადატრიალდა. მგზავრთა ნაწილი ბლოკირებული აღმოჩნდა. სამაშველო ოპერაცია ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებს ეხმარებიდა 120 სამხედრო მოსამსახურეც.
რამ გამოიწვია ავარია, ჯერ უცნობი რჩება. თვითმხილველების ცნობით, ლიანდაგიდან გადავარდნამდე მათ ძლიერი ხმაური გაიგეს, შემდეგ კი ნაპერწკლები და კვამლი შენიშნეს.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარება ტაივანის პრეზიდენტმა გამოთქვა.