ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი
ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი

ტაივანში მატარებელი გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ტაივანის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგაც რამდენიმე ვაგონი გვირაბის კედელს შეეჯახა.

სარკინიგზო ავარიის დროს მატარებელში 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.