ტაივანში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინეთის საკონსულოში შესაბამისი ზარი ან შეტყობინება არ მიუღიათ.
ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალიენში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია.