ტაივანში მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

20:50, 06.02.2018

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუა ლიენში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია.

ინფორმაციას ადგილობრივ გეოლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ბიძგები კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 22 კმ.-იან რადიუსში გავრცელდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი