ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუა ლიენში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია.
ინფორმაციას ადგილობრივ გეოლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ბიძგები კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 22 კმ.-იან რადიუსში გავრცელდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.