ტაივანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. სამაშველო სამუშაოები განმეორებითი ბიძგების მიზეზით ფერხდება.
ოთხშაბათს ღამით რყევების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც კიდევ რამდენიმე, თუმცა ნაკლები სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა.
ამ დრომდე დაკარგულია 62 ადამიანი.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სამშაბათს ღამით მოხდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია 265. სრულად ჩამოიშალა ოთხი შენობა.
დაკარგულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი, რომელიც რყევების შედეგად 45 გრადუსით გადაიხარა.
ტურისტული ქალაქი ჰუალიენის ადგილობრივი მოსახლეობა 100 000-ს შეადგენს.
2016 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ტაივანში 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1999 წელს კი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები 2000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.