ტაივანში მიწისძვრას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა - ვიდეოკადრები
ტაივანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალიენში 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია.
ბიძგები კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 22 კმ.-იან რადიუსში გავრცელდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
როგორც BBC წერს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეოკადრები, როგორ ინგრევა ტაივანში ერთ-ერთი შენობა.