ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს
ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს

ტაივანში ერთნაირქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

კუნძულოვანი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა აზიაში პირველი სახელმწიფო იყოს, სადაც ერთანაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდება.

ტაივანის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებას უკვე დაუჭირა მხარი და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კანონის მისაღებად ორი წელი მისცა, თუმცა თავად მოსახლეობა ცვლილების წინააღმდეგია.

ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77 პროცენტს ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის კავშირად მიაჩნია.

როგორც ხელისუფლება აცხადებს, რეფერენდუმის შედეგები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას არ მოახდენს.