ტაივანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
სტიქიის ეპიცენტრში ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა, გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. საერთო ჯამში, დაიტბორა 50-მდე დასახლება. შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.
ახლა სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან გაცილებით აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.