ტაივანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

12:38, 26.08.2018

ტაივანში ძლიერი წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

სტიქიის ეპიცენტრში ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა ძლიერმა, გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. საერთო ჯამში, დაიტბორა 50-მდე დასახლება. შედეგად ასობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

ახლა სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან გაცილებით აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.

მსგავსი