ტაივანში ბოლო 200 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ტაივანში ბოლო 200 დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
რეგულაციების მიხედვით, ტაივანში ჩასული ადამიანები ვალდებულნი არიან კარანტინი გაიარონ, კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმა 35 000 დოლარითაა განსაზღვრული.
კუნძულ ტაივანზე, სადაც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 550 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია შვიდი ადამიანი.
ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ტაივანის წარმატების საიდუმლო „სარსთან“ ბრძოლის გამოცდილებაა.
2003 წელს ქვეყანაში „სარსით“ ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, 73 კი დაიღუპა.