ტაივანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით დაავადებული 50 წლის ქალია, რომელიც ტაივანში ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა.
ვირუსის იდენტიფიცირება ტაივანის აეროპორტში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანმა დაფიქსირებული შემთხვევის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია ჩინეთს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.
ქალაქ უხანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსი კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.