ტაივანში 36 დღის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ტაივანში 36 დღის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ტაივანში 36 დღის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ ტაივანში ინფექციის გავრცელების შეჩერება ერთხელ უკვე მოახერხეს, თუმცა ამას მოჰყვა ეპიდემიის მეორე ტალღა, რაც იმპორტირებულმა შემთხვევებმა გამოიწვია.

დღეს გავრცელებული მონაცემებით, ტაივანში ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ტაივანში „კოვიდ-19“ 393 ადამიანს დაუდასტურდა.338 შემთხვევა იმპორტირებული იყო. დაიღუპა ექვსი და გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი, დანარჩენები მკურნალობას განაგრძობენ.