ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანის სრუტის თავზე ექვსი ჩინური საჰაერო ბურთი შენიშნეს
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანის სრუტის თავზე ექვსი ჩინური საჰაერო ბურთი შენიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, საჰაერო ბურთები შენიშნეს ტაივანის სრუტის მედიანურ ხაზზე, თუმცა მხოლოდ ერთმა ბურთმა გადალახა ტაივანის კუნძული. მედიანური ხაზი არაფორმალური გამყოფი ხაზია, რომელიც ჩინეთსა და ტაივანს შორისაა გავლებული.
ცნობისთვის, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტაივანის ტერიტორიაზე ჩინური საჰაერო ბურთი შენიშნეს. თვის დასაწყისში ტაივანის თავდაცვის მინისტრი ჩინეთს საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუქარასა და ტაივანის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ომის წარმოებაში ადანაშაულებდა, რომელსაც საჰაერო ბურთებით ახორციელებდა.