ტაივანის თავდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ ჩინეთს, შეწყვიტოს დესტრუქციული სამხედრო მოქმედებები
ტაივანი მოუწოდებს ჩინეთს, შეწყვიტოს „დესტრუქციული“ სამხედრო მოქმედებები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მოუწოდა ჩინეთს, შეწყვიტოს „დესტრუქციული, ცალმხრივი ქმედება“, რაც კუნძულის მახლობლად ჩინეთის სამხედრო მოქმედებების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და გააფრთხილა, რომ ასეთმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის მკვეთრი ზრდა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ზღვის თავზე დაფიქსირდა 103 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი, რაც ერთი დღისთვის „რეკორდული რაოდენობაა“.
სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში ყველა მხარის საერთო პასუხისმგებლობაა.
„ჩვენ მოვუწოდებთ პეკინის ხელისუფლებას, აიღონ პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ასეთი დესტრუქციული ცალმხრივი ქმედებები. სამხედროების მიერ მუდმივმა სამხედრო შევიწროებამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს დაძაბულობის მკვეთრი ზრდა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.