ტაივანის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, რომლის მანქანამ, გამოძიების ვერსიით, სარკინიგზო კატასტროფა გამოიწვია
ტაივანის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სამშენებლო ობიექტის მენეჯერი, რომლის კუთვნილმა სატვირთო მანქანამ, გამოძიების ვერსიით, სარკინიგზო კატასტროფა გამოიწვია.
პროკურატურა მენეჯერის დაკავებას ითხოვს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სარკინიგზო ავარიას ტაივანში 50 ადამიანი ემსხვერპლა.
დედაქალაქ ტაიპეიდან ტაიტუნგისკენ მიმავალ მატარებელში 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მატარებელი სატვირთოსთან შეჯახების შედეგად გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა. 178 დაშავებულიდან 40 ჰოსპიტალიზებულია.
ეს ტაივანში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა.