ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი - როგორც ჩანს, ჩინეთი ემზადება ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად, ჩვენ ამას ვგმობთ
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი - როგორც ჩანს, ჩინეთი ემზადება ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად, ჩვენ ამას ვგმობთ

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება. ეს განცხადება მან „სიენენთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„შეხედეთ სამხედრო სწავლებას და ასევე მათ რიტორიკას. როგორც ჩანს, ისინი ემზადებიან ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ტაივანის მთავრობა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს მიუღებლად მიიჩნევს, ამას ვგმობთ“, – განაცხადა ვუმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ტაივანს ინფორმაცია ჩინეთიდან შესაძლო თავდასხმის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, ჯოზეფ ვუმ უპასუხა:

„ჩინეთის ლიდერები კარგად დაფიქრდებიან, ვიდრე ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს 2025, 2027 წელი თუ შემდეგი პერიოდი იქნება. ტაივანი, უბრალოდ, უნდა მოემზადოს“.