„თაიმსი“ - ლონდონი ამზადებს კანონს, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად
მედიის ცნობით, ლონდონი ამზადებს კანონს, რომელიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ პირს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში სხვა ქვეყნების სახელით მუშაობს, დარეგისტრირება მოუწევთ. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.
ახალ კანონპროექტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 11 მაისს წარადგენს, მაშინ როდესაც დედოფალი ელისაბედ მეორე ყოველწლიური სიტყვით წარდგება პარლამენტში.
ამას გარდა, ლონდონი განაახლებს კანონს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც ასევე ამოქმედდება იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ბრიტანეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრას უცხოეთიდან ცდილობს. მათ შორის იქნებიან ჰაკერებიც.
გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი ამ ზომების მიღებას რუსეთისა და ჩინეთის ქმედებების გამო აპირებს.
რამდენიმე დღის წინ ლონდონში განაცხადეს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური დაკავშირებულია კიბერთავდასხმების სერიასთან, რომელიც ასევე მოიცავდა ჰაკერულ შეტევას კომპანია „სოლარ ვონდსის“ პროგრამებზე.