ტაიფუნის მიახლოების გამო ტაივანის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს
ტაიფუნის მიახლოების გამო ტაივანის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

ტაივანის ხელისუფლება ტაიფუნ „მითაგის“ მიახლოების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. საათში 162 კილომეტრით მოძრავი ქარი კუნძულს ჩრდილო-დასავალეთიდან უახლოვდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი ტაივანის სანაპიროს ორშაბათს საღამოსთვის მიაღწევს. უსაფრთხოების გამო დროებით დაიხურა საბავშვო ბაღები და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისევე როგორც სახელმწიფო დაწესებულებები და ფინანსური ინსტიტუტები.