ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 5 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება საბავშვო ზონები, სპორტული მოედანი და ტრენაჟორები. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა. საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ლევან ბაჩიაშვილთან და დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 680 000 ლარია გამოყოფილი.