სვენ მიქსერი - დეოლიგარქიზაციის საკითხი სისტემურად უნდა მოგვარდეს, არ უნდა იყოს მიმართული ერთ ადამიანზე, ისევე როგორც პრობლემა ვერ გადაიჭრება დეფინიციიდან ერთი ადამიანის გამორიცხვით
დეოლიგარქიზაციის საკითხი სისტემურად უნდა მოგვარდეს. ეს არ უნდა იყოს მიმართული ერთ ადამიანზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, დეოლიგარქიზაციის პრობლემა ვერ გადაიჭრება დეფინიციიდან ერთი ადამიანის გამორიცხვით.
„დეოლიგარქიზაციის საკითხი სისტემურად უნდა მოგვარდეს. ეს არ უნდა იყოს მიმართული ერთ ადამიანზე, ისევე როგორც პრობლემა ვერ გადაიჭრება დეფინიციიდან ერთი ადამიანის გამორიცხვით. ეს სისტემური მიღწევა უნდა იყოს. კომპრომისულ ტექსტში, რომელიც უკვე მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ბატონი ივანიშვილი ნახსენებია, რათა დავრწმუნდეთ, რომ დეოლიგარქიზაციის პრობლემას არ მოაგვარებს დეფინიციიდან ერთი ადამიანის გამორიცხვა, მაგრამ, ამავდროულად, მჯერა, ჩვენ ეს არ უნდა მოვაგვაროთ იმით, რომ ექსკლუზიურად ერთ ადამიანს მოვარგოთ ეს საკითხი“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.