სვენ მიქსერი - ევროკავშირის გზაზე ყველა საკუთარი დამსახურებით უნდა წავიდეს წინ და ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის დაყოფის საფრთხე, რადგან სამივე ეს ხალხი იმსახურებს ევროპაში ადგილს
სვენ მიქსერი - ევროკავშირის გზაზე ყველა საკუთარი დამსახურებით უნდა წავიდეს წინ და ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის დაყოფის საფრთხე, რადგან სამივე ეს ხალხი იმსახურებს ევროპაში ადგილს

ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიქსერის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დეფიციტის გადაჭრის მხოლოდ ორი გზა არსებობს.

მისი განმარტებით, პირველი, რუსეთის ისეთ დონემდე დასუსტებაა, რომლის შემდეგაც ის რეალურ საფრთხეს ვეღარ წარმოადგენს.

სვენ მიქსერის შეფასებით, მეორე გზა და უფრო რეალური არის სამივე ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში სრული ინტეგრირება.

„სიმართლეა, რომ ამ სამი ქვეყნიდან არც ერთი დღეს მზად არ არის ევროკავშირის სრულ წევრად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის პირველი ნაბიჯი გრძელ გზაზე, თუმცა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მკაფიოდ და გულწრფელად საბოლოო მიზანთან დაკავშირებით, რომელიც წევრობაა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ვუთხრათ უკრაინელებს, მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს, შემდეგ კი მოვუბრუნდეთ საკუთარ ამომრჩეველს, თვალი ჩავუკრათ და ვუთხრათ, კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ უკრაინელები სრული წევრები გახდებიან. და ბოლოს, იმ დროს, როდესაც ამ გზაზე ყველა საკუთარი დამსახურებით უნდა წავიდეს წინ, ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის დაყოფის საფრთხე ამ კრიტიკულ ვითარებაში და მოვიტოვოთ ერთი ან ორი უფრო მოწყვლადი, რადგან სამივე ეს ხალხი იმსახურებს ევროპაში ადგილს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.