სვანეთში მედიის წარმომადგენლებისთვის სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართა [ფოტო]
სვანეთში მედიის წარმომადგენლებისთვის სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართა [ფოტო]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრში ქართული მედიასაშუალებების 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ერთმანეთს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეეჯიბრნენ.

ღონისძიება მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით მოეწყო.

ტურნირში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ლაშა მიქაძე.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირის „გაიცანი საქართველო” მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტისა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.