სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.
იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.