სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

13:34, 21.08.2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა გოგაშვილის მიერ თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.

იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა.

მსგავსი