სუს-ში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა.
„ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხი მწვავედ დგება როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის ფორმატებში“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სუს-ში.