სუს-ში აცხადებენ, რომ უწყებაში მისვლა ნიკა გვარამიამ თავად მოინდომა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უწყებაში მისვლა თავად მოინდომა.
„ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოსვლა მის ეთერში გავრცელებულ მასალას არ უკავშირდება. მან თავად მოინდომა უწყებაში მოსვლა სრულიად სხვა თემაზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – აცხადებენ სუს-ში.