სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სპეცოპერაციას ატარებს.
სოფელ ომალოში პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია სოფლის შესასვლელი გზა. ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.