პანკისის სოფელ ომალოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
პანკისის სოფელ ომალოში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სპეცოპერაციას ატარებს.

სოფელ ომალოში პოლიციაა მობილიზებული, გადაკეტილია სოფლის შესასვლელი გზა. ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი.