სუს-ი - ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს
სუს-ი - ოკუპირებულ სოფელ ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს

სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია 2021 წელს დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია გაზიარებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისთვის. უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო რეჟიმს“, – აცხადებენ სუს-ში.