სურსათის სააგენტო - კვერცხის ადგილობრივი საწარმოები და სავაჭრო ობიექტები მოთხოვნებს აკმაყოფილებენ
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
„ადგილობრივ მეფრინველეობის ფერმერებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. სარეალიზაციო ქსელში ასევე მოწმდება, თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. სახელმწიფო კონტროლი 70-ზე მეტ ობიექტში განხორციელდა და შენახვის პირობების დარღვევის ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა“, – აღნიშნავენ სურსათის სააგენტოში.
თემაზე მედიისთვის კომენტარი გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.