სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით ცხრა ობიექტი შემოწმდა, საიდანაც ოთხ მათგანში 490 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობისა (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507 კილოგრამი ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:
• ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147 კგ ვადაგასული ხორცი;
• შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი;
• შპს „სანდრო“ (ს/კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი;
• შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.
„ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.
ასევე, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს „ინას“ (ს/კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.