სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ერთ ტონამდე ხორცი დალუქა, რომელიც განადგურდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ ტონამდე ხორცი დალუქა, რომელიც განადგურდება.
„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუსა“ და „შპს „ინაში“ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.
აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა“ და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.