სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში, საქონლის ოთხ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საქონლის ოთხ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
როგორც პირველ არხს სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჩიკვაიძემ განუცხადა, თელავის მუნიციპალიტეტში ვარდისუბნის და ყარაჯალის, სიღნაღში – წნორის, ლაგოდეხში – ნინიგორის სასაკლაოების შემოწმებისას, ანტისანიტარიის და მღრღნელების აღმოჩენის გამო, აღნიშნული სასაკლაოები დაიკეტა.
მისივე თქმით, სასაკლაოები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ნორმებს და ვიდრე არ მოაწესრიგებენ არსებულ პირობებს, ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.