სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში, საქონლის ოთხ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

13:33, 27.03.2018

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში საქონლის ოთხ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

როგორც პირველ არხს სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჩიკვაიძემ განუცხადა, თელავის მუნიციპალიტეტში ვარდისუბნის და ყარაჯალის, სიღნაღში – წნორის, ლაგოდეხში – ნინიგორის სასაკლაოების შემოწმებისას, ანტისანიტარიის და მღრღნელების აღმოჩენის გამო, აღნიშნული სასაკლაოები დაიკეტა.

მისივე თქმით, სასაკლაოები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ ნორმებს და ვიდრე არ მოაწესრიგებენ არსებულ პირობებს, ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

მსგავსი